გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაჟა სირაძე: პარლამენტში არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არავის შეუტანია

17-11-2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტში მყოფი პოლიციელები მხოლოდ სათანადო ეკიპირებით არიან აღჭურვილები და არანაირი ცეცხლსასროლი იარაღის შენობაში შეტანის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ვაჟა სირაძემ აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმნადაც, "პარლამენტის შენობაში იარაღი შეიტანეს."

"განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფებს აქვთ თავისი აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ვითარების გამწვავების შემთხვევაში და პარლამენტის შენობაში არანაირი ცეცხლასროლი იარაღის შეტანის ფაქტს ადგილი არ ჰქონია"-განაცხადა სირაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031