აქცია სამედიცინო დაწესებულებების წინ, საფეხმავლო ნაწილზე გაიმართება, სადაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს გააპროტესტებენ.
აქციის წევრები 5 წუთის განმავლობაში ერთად დადგებიან თეთრი ხალათებით და პროტესტს მდუმარე აქციით გამოხატავენ.