გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წყალტუბოს მუნიციპელიტეტში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება

18-11-2019

წყალტუბოს მუნიციპელიტეტში ხანძრის ბოლომდე ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი ჩაის ბუჩქებსა და ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.

ცეცხლის პირველი კერა სოფელ სორმანში გაჩნდა, ძლიერი ქარის შედეგად კი ხანძარი სოფელ რიონის ტყეშიც გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძირითადი კერები ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათი თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე 8 სამაშველო ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე მუშაობს.

ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობაც ართულებს.

რუსთავი2


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930