გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად

19-11-2019

„მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად რომელსაც, დარწმუნებული ვართ, უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს“-ამის შესახებ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაში ერთმანდატიანი ოლქების გაორმაგებისა და, შესაბამისად, ამ ოლქებში მცხოვრები მოქალაქეების რიცხოვნობის განახევრების პირობებში (150 ოლქი 73-ის მაგივრად), არსებითად და ხელშესახებად გაიზრდება და გაუმჯობესდება მაჟორიტარი დეპუტატების ამომრჩევლებისადმი პერსონალური პასუხისმგებლობის ხარისხი, აგრეთვე, მათი საქმიანობის შედეგები და ეფექტურობა. ცხადია, ასეთი მოდელი საგრძნობლად გააძლიერებს და გააქტიურებს, საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით, ხალხის მონაწილეობას სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში.

მაჟორიტარი დეპუტატები აცხადებენ, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების იდეა უშუალოდ მათი ინიციატივაა, ის ჯერჯერობით არ არის განხილული და, მითუმეტეს, შეთანხმებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდთან.

„გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების იდეა წარმოადგენს უშუალოდ ჩვენს, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივას და ის ჯერჯერობით არ არის განხილული და, მითუმეტეს, შეთანხმებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდთან. თუმცა, გვჯერა, რომ სწორედ ჩვენს გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობების პირობებში, შევძლებთ თანაგუნდელების დარწმუნებას ჩვენი ინიციატივის მართებულობაში, მის დროულობასა და აუცილებლობაში“ - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930