"ევროპული საქართველოს" წევრის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, კვირის განმავლობაში მცირე მასშტაბის ლოკალური აქციები იქნება.
"ორშაბათს შეკრება იქნება რესპულიკის მოედანზე და გაიმართება მსვლელობა პარლამენტისკენ. აქ ადგილზე გაიმართება უკვე მიტინგი, მონაწილეები დარჩებიან და გაგრძელდება პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება.
ხელისუფლებას ტყუილად აქვს იმედი, რომ სპეცრაზმის და პოლიციის გამოყენებით შეძლებს გამოვიდეს იმ პოლიტიკური კრიზისიდან", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.