20-11-2019
სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ დღეს ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „Edison Research”-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების
გაფორმების ცერემონია გაიმართება.
ამერიკული კვლევითი კომპანია „Edison Research”, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანასთან
თანამშრომლობს, ტელეკომპანია „ფორმულას“ პარტნიორი ხდება. “Edison Research”
ტელეკომპანიისთვის, 1 წლის განმავლობაში, პოლიტიკური კვლევის 6 ტალღას, ასევე,
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლს მოამზადებს.
თანამშრომლობის დეტალებზე ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი,
გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე, კომპანია „Edison Research“-ის ვიცე
პრეზიდენტი და საეთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ჯაფარიძე და
„Edison Research“-ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი რობ ფარბმანი ისაუბრებენ.
ამასთან, ღონისძიების მსვლელობისას ზურაბ გუმბარიძე ტელეკომპანიაში
დაგეგმუილი სიახლეების შესახებ პრეზენტაციას გამართავს. შეგახსენებთ, რომ
ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო.
„ფორმულა“ პროფესიონალ გუნდთან ერთად ცდილობს მაყურებელს
ყოველდღიურად მიუკერძოებელი ინფორმაცია მიაწოდოს.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის,
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და
მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.