გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხში შუამდგომლობისთვის მიმართავს

2-03-2018

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე რუსეთის პატრიარქს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხში შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს.
ამასთან დაკავშირებით ცნობილი საპატრიარქოს განცხადებიდან გახდა, რომელიც პატრიარქთან ტატუნაშვილის ოჯახის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

„ა.წ. 1 მარტს, საღამოს ბ-ნ არჩილ ტატუნაშვილის მშობლებისა და ახლობლების ინიციატივით შედგა მათი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან.
ბატონი არჩილის მშობლებმა მის უწმინდესობას თხოვეს დახმარება შვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.
კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს რუსეთის პატრიარქს, რათა მან გაწიოს შუამდგომლობა სათანადო ორგანოებთან და გამოიყენებს სხვა საშუალებებსაც ტატუნაშვილების ოჯახის დასახმარებლად“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031