გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სად წაიღეს ნარიყალადან ქვები

2-03-2018

„პარტიზანი მებაღის“ ნატა ფერაძის განცხადებით, ნარიყალაზე კომპანია „კაზმას“  საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან, სადაც რამდენიმე დღის წინ „არქოლოგიურ გათხრებს“ ატარებდნენ, გუშინ აგურები გაჰქონდათ. 

ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა აგურით დატვირთული მანქანა  გააჩერეს და სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს ნებართვა მოსთხოვეს. 

როგორც ნატა ფერაძე „ლიბერალთან“ აცხადებს, ნარიყალადან ქვები არქეოლოგ მერაბ ძნელაძის დავალებით თანდოიანცის ეკლესიის რეაბილიტაციისთვის გადაიტანეს.

ნატა ფერაძის თქმით, ამის შესახებ მერაბ ძნელაძემ, რომელიც ძეგლის (თანდოიანცის ) რეაბილიტაციაზე მუშაობს, მათ რამდენიმე დღის წინ განუცხადა.

ამასვე ამტკიცებს ელენე მეჩითოვა. ფეისბუქში ის თავის პოსტში წერს, რომ ნარიყალადან გატანილი აგურები  თანდოიანცის ეკლესიისთან აწყვია. 

მერაბ ძნელაძემ „ლიბერალთან“ საუბარში ქვების თადოიანცის ეკლესიაში გადატანის ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ქვები მომავალში რომელიმე ეკლესიის რეაბილიტაციისთვის იქნება გამოყენებული. მისივე თქმით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად დაგროვლი მეორადი ქვები (აგურები) ნარიყალას ტერიტორიიდან არ გაუტანიათ. 

„ლიბერალის“ კითხვაზე - რა კავშირი აქვს მას ნარიყალაზე მიმდინარე სამუშაოებთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ სააგენტომ შეაჩერა - ძნელაძე პასუხობს, რომ ის შპს „კაზმამ" დაიქირავა და ნარიყალას ფერდობზე გაწმენდით სამუშაოებს ზედამხედველობას უწევდა. მერაბ ძნელაძე სხვადასხვა პროექტების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობს. 

გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო იმისთვის, რომ კომპანია მომავალში აქ ლანდშაფტის შესაბამისი შენობის დადგმას გეგმავს. მისი თქმით, ნარიყალაზე სამუშაოები, არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემდეგ გაჩერდა.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს მერიის განცხადება. განცხადების მიხედვით, ნებართვის არქონის გამო სწორედ მერიამ მოუწოდა კომპანიას სამუშაოების შეჩერებისკენ. ცნობილია ისიც, რომ შპს „კაზმა“, რომელიც ნარიყალაზე 2 963 მ2–ის ფართობის მიწას ფლობს, ამ ტერიოტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გამო მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 8000 ლარით დააჯარიმა.

არქეოლოგი მერაბ ძნელაძე დაჯარიმების ფაქტს შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ შესაბამისი უწყებები ინფორმირებული იყო ნარიყალაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. 

 

იცოდათუარასააგენტომ ამ სამუშაოების შესახებ?  - განსხვავებულივერსიები  


„მე დამიქირავეს და ჩართული ვიყავი სამუშაოებში, როგორც მეთვალყურე. ეს ადგილი არის კერძო პირის, კერძო ფირმის. სამომავლოდ შენობის ასაშენებლად ამ ტერიტორიაზე უნდა შემდგარიყო პროექტი. 20-25 წლის წინ ამ ადგილას იყო ძალიან ცუდი დასახლება, ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე.  ეს ტერიტირია ახალი პროექტის განსახოციელებლად გაიწმინდა. პროექტი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო რელიეფთან, ისტორიულ ძეგლთან და გარემოსთან. 

ამის შესახებ სააგენტო ინფორმირებული იყო. თუმცა გაწმენდით სამუშაოებს სააგენტოს ნებართვა არ სჭირდებოდა. სააგენტო ნებართვას მაშინ გასცემს, როცა საჭიროა არქეოლოგიური კვლევა. ტყუილია, რომ ეს იყო უკანონო, ეს არის არასწორი ინფორმაცია“, - განაცხადა მერაბ ძნელაძემ „ლიბერალთან“. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში კი ამბობენ, რომ  ეს საკითხი მათთან შეთანხმებული არ იყო. მათი თქმით, მომხდარის გამო შესაძლებელია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. 

„ეს არის უნებართვო სამუშაოები. ყველაზე აღმაშფოთებელი იყო ის, რომ მათ ჰქონდათ ბანერი, სადაც ეწერა, თითქოს ეს სამუშაოები შეთანმხმებული იყო ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან და ნებართვა იყო გაცემული. ეს საკითხი სააგენტოში არც კი განხილულა. შემდეგ, როცა ეს გავიგეთ, მივედით ადგილზე და სამუშაოები შევაჩერებინეთ. შესაბამისი უწყებები მოიკვლევენ საკითხს და არ არის გამორიცხული, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, - განუცხადეს „ლიბერალს“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან. 

"ლიბერალი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930