20-11-2019
სიტუაციაში, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკური ზრდა გადააყოლოს ინფლაციას, რომლის დასტაბილურობასაც რამოდენიმე თვე დასჭირდება. რა თქმა უნდა არსებული სიტუაცია სრულად გაუმართლებელია,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის ფუნქციური შინაარსი არამხოლოდ ფასების სტაბილურობაა, არამედ მთლიანად მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
,,სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი ჩაურევლობას მისი მხრიდან მხოლოდ ფასების სტაბილურობის ზრუნვას ასახელებდა, მაგრამ დღეს, როდესაც ეროვნული ვალუტის მიმართ იგნორირებულმა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა ფასების არასტაბილურობამდე საინტერესოა რას გეგმები აქვს ეროვნულ ბანკს ამასთან დაკავშირებით?
აქ, ალბათ მთავარი საკითხი ის არის რომ გვყავს ძლიერი ეროვნული ბანკი სუსტი კანონმდებლობითა და სუსტი შესაძლებლობებით. ეროვნული ბანკის ფუნქციური შინაარსი არამხოლოდ ფასების სტაბილურობაა, არამედ მთლიანად მაკროეკონომიკური სტაბილურობა. რომლითაც მას შესწევს უნარი მოახდინოს ეკონომიკის სტიმულირების ფუნქცია. დღეს - ყველაფერი პირიქითააა.
ფორს მაჟორ სიტუაციაში, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკური ზრდა გადააყოლოს ინფლაციას, რომლის დასტაბილურობასაც რამოდენიმე თვე დასჭირდება. რა თქმა უნდა არსებული სიტუაცია სრულად გაუმართლებელია”,- განაცხადა ოთარ ანგურიძემ.