გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი - გააქტიურებულია ყველა არხი, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდეს

21-11-2019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობა და შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს.

„ჩვენი მთავრობა, შესაბამის სტრუქტურები და ყველა ის არხი, რასაც შეიძლება, სახელმწიფო ფლობდეს, არის გააქტიურებული, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხდეს. დღეს პრემირის მოწოდება იყო, რომ ასეთ პირობებში ყოველთვის მნიშვნელოვანია თვითონ დაკავებული პირის ინტერესი და სამომავლო პერსპექტივიდან გამომდინარე, ინფორმაციას რა ფორმით ვავრცელებთ.სიტყვებს როგორ ვაფორმულირებთ და ამას ყველა დავუკვირდეთ. მინდა, ამ მოწოდებას შევუერთდე. აქედან გამომდინარე, მინდა, ვუსურვო ოჯახს, ოჯახის წევრის გათავისუფლება, რადგან ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება და ეს პროცესი მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930