გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცნობილია ვინ დაინიშნებიან ვაკანტურ თანამდებობებზე პარლამენტში

21-11-2019

როგორ გადანაწილდება მმართველ გუნდში საპარლამენტო თანამდებობები, უკვე ცნობილია.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გახდება. ასევე, არჩილ თალაკვაძის კიდევ ერთი მოადგილე გიორგი კახიანი იქნება. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს, მას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გახდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს კი ირაკლი ბერაია დაიკავებს.

გარდა ამისა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომმიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე გახდება, ხოლო რაც შეეხება განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, მას გენადი მარგველაშვილი დაიკავებს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტს კი გურამ მაჭარაშვილი უხელმძღვანელებს.

დეპუტატები გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ. მათი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომაზე იქნება მიიღებული.

პარლამენტში აღნიშნულ თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩავარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930