მისი თქმით, ოპოზიცია პოლიტიკურ მარაზმში გადავიდა.
„ეს ადამიანები ამ წლების განმავლობაში ვეღარ განვითარდნენ და მაშინდელი მეთოდოლოგიით რაღაც სპექტაკლებს აწყობენ, რომელსაც გაგრძელება არ აქვს.
ეს პოლიტიკური მარაზმი და მარგინალიზაცია, რაც დაემართათ „ნაციონალური მოძრაობას“ და მისი სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს, ალბათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოედგინათ თავად მათ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.