გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

22-11-2019

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა.


2004 წელს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძისა და მისი თანმხლები პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შსს-ის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს ბრალი 19 ნოემბერს წარედგინათ.


ოქრუშვილის ადვოკატი ბრალს არ ეთანხმება და გეგმავს, რომ უახლოეს დღეებში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.


აღსანიშნავია, რომ საქმის ხანდაზმულობის ვადა მიმდინარე თვის 24 რიცხვში უნდა გასრულებულიყო, თუმცა ბრალის წარდგენის შემდეგ მას ხანდაზმულობა მოეხსნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031