22-11-2019
საკრებულო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ვატო შაქარიშვილმა საკრებულოს დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რასაც უმრავლესობის მხრიდან რეპლიკები მოყვა, სწორედ ამ დროს დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება შაქარიშვილსა და ოთარ გრიგოლიას შორის.
სხდომათა დარბაზიდან დაპირისპირება მარიკა დარჩიას კაბინეტში გაგრძელდა, საიდანაც ხმაურისა და გინების ხმა გამოდიოდა.
კაბინეტიდან გამოსული ვატო შაქარიშვილის თქმით, მან კაცური პასუხის გასცა რომან გრიგოლიას:
,,ჩემ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ, ეს იყო ყოვლად მიუღებელი და არაკაცური საქციელი. ჩემს პოლიტიკურ განცხადებაზე ჩემმა კოლოგებმა ზურგს უკან გააკეთეს განცხადება, რაზეც გავეცი ადეკვატური, ადამიანური, კაცური პასუხი. ვფიქრობ, ყველა მიხვდება რას ნიშნავს შეურაცხყოფაზე კაცური პასუხის გაცემა’’ - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.
შაქარიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს, როგორც ,,ქართული ოცნების’’ მიერ დადგმულ უნიჭო, შეურაცხმყოფელ მასკარადს:
,, ეს არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგებიც აღმოჩნდნე იმ სცენარში, რომელიც დადგა ბიძინა ივანიშვილმა და ,,ქართულმა ოცნებამ’’ თავისი უნიჭო და შეურაცხმყოფელი მასკარადით’’ -აცხადებს ვატო შაქარიშვილი.