25-11-2019
ფრანგმა და ესპანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს დედამიწაზე ადგილი, სადაც ცოცხალი ორგანიზმების არსებობა შეუძლებელია, რაც საგრძნობლად ამცირებს სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის ალბათობას. კვლევის შედეგები ვებგვერდ EurekAlert!-ზე გამოქვეყნდა.
მეცნიერებს შორის გავრცელებული იყო აზრი, რომ ეთიოპაში მდებარე ვულკან დალოლში შესაძლოა არსებობდეს ისეთი მიკროორგანიზმები, რომლებსაც განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურისთვის ადაპტირება შეუძლიათ, რაც მათ მარსზე არსებულ პირობებში სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების არგუმენტად გამოიყენებოდა.
თუმცა ფრანგმა და ესპანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დალოლში ცოცხალი ორგანიზმების არსებობა შეუძლებელია.