გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აქტივისტებმა რესპუბლიკის მოედანზე გალია დადგეს და სათამაშო ზებრა ჯაჭვით მიაბეს

25-11-2019


"მოეშვით პოლიტიკური ნიშნით ახალგაზრდების დევნას" - მოძრაობა "გაბედე" რესპუბლიკის მოედანზე აქცია-პერფორმანსს მართავს. მათ გალია მიიტანეს, შიგნით კი სათამაშო ზებრა გალიას ჯაჭვით მიაბეს.

გალიაზე ასევე გააკრეს ბიძინა ივანიშვილის ფოტო. მათი თქმით, თუ პარტიის ლიდერი ხალხის მოთხოვნას არ შეასრულებს და 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით არ ჩაატარებს, ივანიშვილიც ციხეში აღმოჩნდება.

ცოტა ხნის წინ, ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა განცხადებები გააკეთეს. კახა კალაძის თქმით, 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ რიგ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს.

ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა. დღესვე ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს, პარლამენტის ეზოში კი სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/122182/aqtivistebma-respublikis-moedanze-galia-dadges-da-satamasho-zebra-jachvit-miabes

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930