გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული ვაქცინა კომერციულ ქსელში 27 ნოემბრიდან გაიყიდება

25-11-2019

კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული, ოთხკომპონენტიანი პრეპარატ „ვაქსიგრიპით“ აცრა 27 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. ვაქცინების პარტია ქვეყანაში 26 ნოემბერს შემოვა.

კომპანიაში „ვაქსიგრიპის“ 10-12 ათას დოზას ელოდებიან, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი პარტიების შეძენასაც არ გამორიცხავენ. ვაქცინის სარეალიზაციო ფასი 50 ლარი იქნება.

ოქტომბრის ბოლოს „ჯიპისიმ“ 12 000 დოზა ჰოლანდიური წარმოების, სამკომპონენტიანი პრეპარატი „ინფლუვაკი“ შემოიტანა, რომლის მარაგიც მალევე ამოიწურა. ჰოლანდიური წარმოების 4 500 დოზა შეიძინა „ავერსმაც“, რაც უკვე გაიხარჯა. ფრანგული ვაქცინის 1500 დოზა „ვაქსიგრიპი“ კი ქსელში რამდენიმე დღეში შევა.

ოთხკომპონენტიანი, 100 000 ერთეული ვაქცინა ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფომ შემოიტანა, რომელიც უფასო აცრებით რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს უზრუნველყოფს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით, აცრები უპირველესად, მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ. იქნება ვაქცინაციის „თავისუფალი დღეები“, როდესაც აცრის გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. „თავისუფალ დღეს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას წინასწარ შეატყობინებს.


https://imedinews.ge/ge/saqartvelo/122165/gripis-satsinaagmdego-pranguli-vaqtsina-komertsiul-qselshi-27-noembridan-gaikideba

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30