გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზოიძე: უახლოეს დღეებში გამოჩნდება, წავალ თუ არა პოლიტიკიდან

25-11-2019

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, პოლიტიკიდან წასვლის ან დარჩენის საკითხზე გადაწყვეტილებას ის რამდენიმე დღეში მიიღებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„ვხედავ, რომ პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში გადატანის გარკვეული რესურსი ჯერჯერობით დარჩენილია, რაც უახლოეს დღეებში გამოჩნდება. არანაირი გარანტიები არ მიმიღია, მე ჩემი შეთავაზება გავაკეთე, რომელიც გუნდმა, სამწუხაროდ, არ გაიზიარა.

დანარჩენი პროცესები ძალიან მინდა გადავიდეს პოზიტიურ კალაპოტში, მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ქუჩაში. რამდენიმე დღეში გამოჩნდება, ეს პროცესი საით წავა, იქნება შემდგომი დაპირისპირება და პოლარიზაცია, თუ გადავა ნორმალურ პროცესში და ამის მიხედვით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ”, - განაცხადა ზოიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების ინიციატივით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოვიდა. მანამდე კი დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანას სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა შესთავაზა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/122191/zoidze-uakhloes-dgeebshi-gamochndeba-tsaval-tu-ara-politikidan

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930