გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: თუ გამოხატვის თავისუფლება კანონს გასცდება, სათანადო რეაგირება მოხდება

25-11-2019

„ჩვენ ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას გამოხატოს საკუთარი პოზიცია კანონის ფარგლებში. როგორც კი გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებს გასცდება, როგორც საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, მოხდება შესაბამისი რეაგირება“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დღეს გააკეთა.


ოხანაშვილი იმედოვნებს, ყველას ეყოფა გონიერება, რომ არც იმ ადამიანებს, ახალგაზრდები იქნებიან ესენი თუ სხვები, არ ჩააყენებენ უხერხულ მდგომარეობაშიდა არ დაარღვევინებენ კანონს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო.

მმართველმა პარტიამ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ მომავალი წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. ოპოზიცია კი აღნიშნულ განცხადებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ პროტესტს იქამდე განაგრძობს, სანამ პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემის მოდელს არ მიიღებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930