გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებისა და ვიცე-სპიკერების ვინაობა დაასახელა

25-11-2019

ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე დასანიშნი პირების საკითხზე უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდნენ. 

არსებული ინფორმაციით, ვიცე-სპიკერი გახდება მამუკა მდინარაძე, რომელიც ამავე დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც იქნება, ასევე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ინაცვლებენ გიორგი კახიანი და კახა კუჭავა, გია ვოლსკი კი, რომელსაც ამ დრომდე ვიცე-სპიკერის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტები ეკავა, პირველი ვიცე-სპიკერი გახდება.

აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიურის სდომაზე დაადასტურა. 

როგორც ცნობილია, გარდა აღნიშნული პირებისა, სპიკერატში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ასევე, უკავიათ აჭარაში არჩეულ დეპუტატს ილია ნაკაშიძეს და ოპოზიციის კვოტით არჩეულ სერგი კაპანაძესა და ირმა ინაშვილს.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, ევროინტეგრაციის კომიტეტს თამარ ხულორდავას ნაცვლად, დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, საგარეო კომიტეტში სოფო ქაცარავას შეცვლის ირაკლი ბერაია, განათლების კომიტეტს მარიამ ჯაშის ნაცვლად, გენადი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.

საპროცედურო კომიტეტს კი გურამ მაჭარაშვილი მას შემდეგ გადაიბარებს,  რაც გიორგი კახიანი სპიკერატში გადაინაცვლებს.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი ნინო წილოსანი იქნება. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელად რჩება, რომან კაკულია.

გარდა ამისა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, რატი იონათამიშვილმა დაიკაოს.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930