25-11-2019
"ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ მანქანა გაიტაცა, სადაც დღევანდელი აქციისთვის საჭირო ნივთები იყო.
"საპატრულო პოლიციამ პარტიის მანქანა გაიტაცა, რომელზეც მიტინგისთვის საჭირო ნივთები გვქონდა.
მანქანაში იმყოფებოდნენ ჩვენი პარტიის წევრები. მათი ტელეფონები გათიშულია" - წერს ნადირაშვილი სოციალურ ქსელში.
"ნიუპოსტი" ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.