გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბერაია: კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გადადგან შემდგომი ნაბიჯები საოკუპაციო ძალაზე ზეწოლის გაზრდის მიზნით

25-11-2019

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ კომისიის სხდომაზე ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ჩვენი შეშფოთება, რაც ჩვენი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობითაა განპირობებული, რომელიც ორ კვირაზე მეტია საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს უკანონო პატიმრობაში.

გარდა ამისა, ასევე დაწესებულია შეზღუდვები როგორც ახალგორის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების კუთხით, ასევე მამაკაცებისთვის, ახალგაზრდებისთვის შეზღუდვას დაემატა ნაწილობრივ ენგურის ხიდის გადასასვლელის ჩაკეტვა და შესაბამისად, ეს არის ის მძიმე შედეგები, რომელიც ყოველდღიურად მოაქვს ოკუპაციას. ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად იხდიან ფასს საკუთარი სიცოცხლით, საკუთარი ჯანმრთელობით, თავისუფლებით და საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევით.

აუცილებელია საოკუპაციო ძალამ შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები. კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო საზოგადოებას გადადგან შემდგომი ნაბიჯები საოკუპაციო ძალაზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, იმისთვის რომ გათავისუფლდეს ჩვენი ექიმი უმოკლეს ვადებში და რუსეთის ფედერაციამ ასევე შეასრულოს ის სხვა ვალდებულებები, რომელიც მას აქვს ნაკისრი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930