25-11-2019
„პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ანგარიშმიუცემლად, ისეთი რაღაც თქვა, რაც, პრაქტიკულად, აღიარება იყო, რაც ხდებოდა 2012 წლამდე - სახელმწიფო და პარლამენტი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა, სახელმწიფოს აღქმა იყო ბუტაფორია და პიარის ნაყოფი“,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ბაქრაძის განცხადებას.
„2012 წლამდე - სახელმწიფო და პარლამენტი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა. ბუტაფორია იყო, პიარის ნაყოფი იყო სახელმწიფოს აღქმა, ეს თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომ ოთხი თვე არ შევსულვართო და არაფერი არ შეცვლილა, არაფერი არ მომხდარა სხვანაირად, არაფერი არ დატყობია ქვეყანას, არც პოზიტიურად, არც ნეგატიურად .წარმოიდგინეთ, ერთი კვირაც კი, პარლამენტის ფუნქციონირება რომ შეწყდეს, იმდენ თემას შეექმნება პრობლემა, ახლა, მაგალითად, მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ რომ ვთქვათ, რომ მოდი, არ ვიმუშაოთ ერთი კვირა, ბიუჯეტს შეექმნება პრობლემა, ხელფასების მატებას ექმნება პრობლემა, პენსიების მატებას ექმნება პრობლემა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ექმნება პრობლემა, ბიუჯეტი ვერ დამტკიცდება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ ათ გამოწვევაზე აღარაფერს ვლაპარაკობ, ერთ თვეში ანგარიში რომ უნდა ჩავაბაროთ მოსახლეობას. ანუ, მაშინ სახელმწიფო არ იყო რეალურად პარლამენტი არ არსებობდა, ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა და ამ ფუნქციის გადადებამ არაფერი არ შეცვალა.
დღევანდელი პარლამენტი ასე ვერ მოიქცევა, პარლამენტმა უნდა იმუშაოს, იმიტომ, რომ ბევრ საქმეს ვაკეთებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.