გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

2-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 8 პირი დააკავა. 
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მუშაობას და უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სულ 8 პირია დაკავებული. სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „ბრაუნინგის“ და კალაშნიკოვის სისტემების 4 ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი გადაჭრილი სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 320 საბრძოლო ვაზნა და მჭიდები ამოიღეს. 

გარდა ამისა, გურჯაანში, ზუგდიდში, სიღნაღისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა პოლიციაში ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. კერძოდ: „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 პისტოლეტი, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 2 ხელყუმბარა, 2 ამფეთქი ფალია, 3 მჭიდი და 272 საბრძოლო ვაზნა. აღნიშნული მოქალაქეები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან“ - განაცხადა ჭელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30