26-11-2019
პარლამენტთან გამართულ აქციაზე ,,ევროპული საქართველოს’’ ერთი-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პოლიციელს დაუპირისპირდა და დაკავებით დაემუქრა.
გიგა ბოკერია: დღევანდელ თქვენს საქციელს, ხალხის მოტაცებას, ძმრად ამოგადენთ ყველას. გრცხვენოდეთ. გნახავ, მეხსიერება მაქვს იცი რა სიგრძე? ვძაბავ, იმიტო რომ თავხედობას იძახი
სამართალდამცავი: თავხედობას კი არა... კორექტულად მოიქეცი
გიგა ბოკერია: თორე რა? დამიჭერ და მერე რა? ბოლოს იცი ვინ ვის დაიჭერს?
სამართალდამცავი: ნუ იმუქრები, შენ მე ვერასდროს დამემუქრები!
გიგა ბოკერია: შენნაირები ჩამსხდარან ციხეში?! მე გავძლებ ციხეში, შენ - ვერა
სამართალდამცავისა და ბოკერიას კამათი სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ პარლამენტის ბლოკირებული სესასვლელის ძალისმიერ გახსნას უკავშირდებოდა.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ, დილის 5:00 საათზე კი ძალოვნებმა პარლამენტის შესასვლელები გაათავისუფლეს.
https://www.facebook.com/IurisprudenciaGeorgia/videos/480868129222361/