26-11-2019
კრწანისში, ხახანაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.