გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი ბერლინის საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმზე: ვფიქრობ, თქვენ უფრო მკაფიოდ უნდა შეაფასოთ არსებული სიტუაცია

27-11-2019

„მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს - საქართველოში კვლავ გრძელდება მცოცავი ანექსაცია და ოკუპაცია. ამიტომ, მე ვფიქრობ, თქვენ უფრო მკაფიოდ უნდა შეაფასოთ არსებული სიტუაცია“-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, საქართველოში მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიტაცეს და დააკავეს ცნობილი ქართველი ექიმი, უბრალო მიზეზის გამო - იგი წავიდა თავისი პაციენტის სამკურნალოდ ოკუპირებულ რეგიონში. ახლა ის იმყოფება პატიმრობაში და ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციის ძალებზე, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მოქმედებენ.

სამწუხაროდ განსაცდელში არიან ეთნიკური ქართველები რომლებიც დაუბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს, გაყოფილია ოჯახები, მათ არ აქვთ წვდომა საკუთარ სოფლის მეურნეობაზე და ვერ ამუშავებენ საკუთარ მიწას, მათ უარს ეუბნებიან მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი ამ უკანონო საქმიანობაზე, რადგან ეს არასწორ სიგნალს გაუგზავნის ქართველ საზოგადოებას, ჩვენს ხალხს“ -განაცხადა დავით ზალკალიანმა თავის სიტყვაში ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930