გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ვერ შევასრულეთ დაპირება და ამომრჩეველს შეუძლია დაგვსაჯოს

27-11-2019

სამწუხაროა, რომ ვერ შევასრულეთ დაპირებაო, საზოგადოებასთვის გვაქვს პასუხი გასაცემიბრაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ. და აამომრჩეველს შეუძლია დაგვსაჯოს“, - ამის შესახებ  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „SWOT ანალიზის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

„საზოგადოებასთან პასუხი გვაქვს გასაცემი. ის რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ ამისთვის არსებობს არჩევნები. და არჩევნების პროცესი დაწყებულია უკვე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

„ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, არ მახსოვს, რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა. ზოგადად, ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას, 100-ჯერ და ათასჯერ ვზომავ, თუ პირდები, უნდა გააკეთო. სამწუხარო რეალობაა, რაც მოხდა. განვიცდი პირადად, განიცდიან გუნდში ყველა, განიცდიან ისინი, ვინც მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. განიცდიან იმას, რომ გუნდმა ვერ შეძლო. განიცდიან ფაქტს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასცა დაპირება. მართალია, ეს იყო ცალმხრივი დაპირება, ეს არ იყო კონტრაქტი არავისთან, მაგრამ ვერ შევძელით შესრულება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.   

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

imedinews.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930