გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი ნაცმოძრაობაზე: ამ ხალხს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს

28-11-2019

"სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით რომ გამოდიან, 9 წელიწადი ხელისუფლებაში იყვნენ ესენი უსამართლოდ ატარებდნენ სულ არჩევნებს ან უფრო ადრე ვინც იყვნენ სულ უსამართლოდ ატარებდნენ?! ეს სისტემა დემოკრატიულობით არ განსხვავდება პროპორციული სისტემისგან"-ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არიან განვითარებული სახელმწიფოები და ზესახელმწიფოებიც, რომლებსაც მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა აქვთ და ამით სარგებლობენ.

"შესაბამისად, პრივილეგიები აქ არ არსებობს რომელი უკეთესია და რომელი უფრო დემოკრატიულია, მაგრამ რომ ვნახოთ აქვ იშიფრება „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რომ გამოდიან სამართლიანი არჩევნები გვინდაო, მაშინ როცა 9 წელი შერეული სისტემით ატარებდნენ არჩევნებს.

ნახეთ როგორ იქცეოდნენ თვითონ ჯერ კიდევ 2003 წელს. მე ახლა დაწვრილებით აღარ მოვყვები, მაგრამ გავიხსენებთ 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმი ასახეს 2005 წელს. შევარდნაძის დროინდელი კონსტიტუციის რაოდენობა შეამცირეს, მაგრამ პროპორციები დატოვეს სადაც ორი მესამედი ჰქონდათ მაჟორიტარებს.

შემდეგ, 2008 წელს არჩევნების წინ შეცვალეს ეს, მაგრამ პროპორციულის სასარგებლოდ კი არ შეცვალეს სწორედ რომ მაჟორიტარულის სასარგებლოს შეცვალეს და ეს ხალხი დღეს როგორ იღებს ხმას.

2010 წელს მათი ბელადი გამოვიდა და თქვა იმ ენჯეოებთან, რომლებიც დღეს გვერდს უმშვენებენ მათ ქუჩაში და უსირცხვილოდ იგივეს იმეორებენ რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, იმ ენჯეოებთან ერთად კატეგორიულად განაცხადა მაჟორიტარულ სისტემაზე საუბარი არ შედგებაო, მაჟორიტარულ სისტემას არ შეეხოთ, სხვაზე რაზეც გინდათ ვისაუბროთო. აი ეს ხალხი დღეს გამოდის და ესენი ითხოვენ ჩვენგან პასუხს... და რაც მთავარია, მათთან ჩვენ პაუსხი გასაცემი არაფერი არ გვაქვს. ყველასთან შეგვიძლია ვილაპარაკოთ, პირველ რიგში საზოგადოებასთან და რათქმაუნდა პასუხი გვაქვს გასაცემი, რომ რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ და ამისთვის არსებობს არჩევნები და არჩევნების პროცესი დაწყებულია უკვე. ამათ შეუძლიათ აწიონ ეს თემა შეახსენონ ჩვენ ამომრჩეველს, რომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, მართალია ცალმხრივი დავპირდით, ვერ შევასრულეთ თუ არ შევასრულეთ, როგორი ინტერპრეტაციითაც უნდათ ისე მიაწოდონ და ამომრჩეველს შეუძლია ჩვენ დაგვსაჯოს, მაგრამ ესენი ვინ არიან ქუჩაში რომ დგანან დღეს და ამას ითხოვენ. ამ ხალხს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი რომ აქვს დიდი ხანია გასაგებია, მაგრამ ამ ხალხს ელემენტარული ლოგიკა აქვთ დაკარგული, რა უფლებით ითხოვენ ესენი ჩვენგან რაღაცის შესრულებას და მითუმეტეს ამ სისტემაზე გადასვლას"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930