გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: პოლიცია აბსოლუტურად პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს და ეს მისასალმებელია

28-11-2019

„სწორედ იმისათვის, რომ მაქსიმალურად პროპორციული იყოს ზომები, რომელიც უნდა მიიღონ სამართალდამცავებმა, თუნდაც იმის გამო, რომ უფრო მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, სამართალდამცველებმა მიიღეს პრევენციული ზომები, რაც ალბათ სწორია“-ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამცავი ჯებირების არმართვას.

მისი თქმით, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, რბილად იმოქმედოს.

„ეს ზომები ალბატ სწორია, მე ამის სიღრმეებში ვერ შევალ, რადგან ეს სამართალდამცველების კომპეტენციაა და ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პოლიცია მოქმედებს და აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად რბილი ზომებით იყოს შესაძლებელი, რომ პარლამენტმა მუშაობა ნორმალურ გარემოში გააგრძელოს.

პოლიცია მოქმედებს აბსოლუტურად პროპორციულობის პრინციპით და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია“-განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031