გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ნაცმოძრაობის წარმატება დამაჯერებლად არ გამოიყურება, ამიტომ მათ არჩევნები არ უნდათ და უნდათ ის რევოლუციური რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი 2014 წლიდან აანონსებდა

28-11-2019

„ფაქტია, რომ პერსპექტივაში საკმაოდ დამაჯერებლად არ გამოიყურება "ნაციონალური მოძრაობის" წარმატება, თანაც საკმაოდ ისეთი ბიუჯეტი მოდის 2020 წლისთვის - ხელფასების მატება, სოციალური საკითხები, და ბევრი სხვა რამ იმ სფეროებში, რომლებიც ადრე აბსოლუტურად მივიწყებული იყო - განათლების სფეროა ეს, თავდაცვის თუ წესრიგის დაცვის სფერო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილის შეფასებისას, როდესაც მან განაცხადა, რომ ნაცმოძრაობას რეალურად გადატრიალება სურს, რადგან „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რესურსი, რომ არჩევნებში ამომრჩევლის ხმების 50%-ზე მეტი აიღოს.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, არსებობს კიდევ სხვა დიდი პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად იქნება სერიოზული განაცხადი საქართველოს წინსვლისათვის.

მისივე თქმით, რა საკვირველია, ამ პირობებში, ნაციონალური მოძრაობისათვის პერსპექტივის არ გამოჩენა და მათი მხრიდან პოლიტიკური გამარჯვების მიუღწევლობა, განაპირობებს იმ აგრესიას, რაც მათ დღეს გააჩნიათ.

„არაფერი სისტემა ისეთი არ არის, რომელიც მიუღებელია ნაციონალური მოძრაობისათვის და სხვა სატელიტებისთვის. ნებისმიერ ვითარებაში, როცა გულზე მჯიღს ირტყამენ და ამბობენ, რომ მათი პოპულარობა დღითიდღე იზრდება, თუნდაც ამ ლიდერების, რომლებიც ერთად გაერთიანდნენ, რატომაც არა, გამოვიდნენ არჩევნებში და მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ მათ არჩევნები არ უნდათ, მათ უნდათ ის რევოლუციური რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი 2014 წლიდან აანონსებდა, შეიძლება უფრო ადრეც“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930