29-11-2019
“მთავრობამ უთხრა დეპუტატებს, აეყარენით დილის შვიდ საათზე და შეეყარენით შენობაში, პოლიციის ენერგია გვინდა დავზოგოთო”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა.
“ძალიან სიმბოლური დღე იყო გუშინ, მთავრობა ჩაიკეტა თავის თავში, პარლამენტი ჩაიკეტა თავის თავში და ივანიშვილმა ქალაქის ცენტრში საკუტარ ხალხთან კედლები აღმართა. ეს სიმბოლო ერთხელ საკმარისი იყო. დღეს დააყენებენ რკინის ჯებირებს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ამას კომიკური განვითარება აქვს, როგორც ჩანს, მთავრობამ უთხრა დეპუტატებს, აეყარენით დილის შვიდ საათზე და შეეყარენით შენობაში, პოლიციის ენერგია გვინდა დავზოგოთო. ამიტომაც, დილის შვიდ საათზე, გამთენიისას ვიხილეთ, რომ ქართული ოცნების დეპუტატები უკვე შელაგებულები იყვნენ პარლამენტის შენობაში. ეს ჩვენს გეგმებს არანაირად არ ცვლის, გარშემო ბევრი სხვა ღონისძიებაც არის.”,-განაცხადა უგულავამ.