გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

29-11-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა დიღმის მასივის I კვარტლის(ნაწილობრივ),ზემო ვეძისის დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ლისის, დიდი დიღმისI მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, საინგილოს, კახეთის ხევის, გურამ ქუთათელაძის, მზია ერისთავის, შალვა ნუცუბიძის, ლეო კვაჭაძის, ივანე ბერიტაშვილის, ინტენსიფიკაციის, ნიკოლოზ დგებუაძის, ივანე გვარამაძის, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, ანაკლიის, ჯიქიას, წმინდა მოწამე ვასილისკოს, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერის და მეფე მირიანისქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ბაბუციძის, ქინძმარაულის, რიგის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, ირაკლი აბაშიძის, ქიზიყის, ენუქიძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 15 საათამდე მეტრო„300 არაგველი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, ცუცხვათის, თელავის, ძევერის, ძეგლევის, შორაპნის, ვაჟა ივერიელის, შირაქის, ზინდისის, კასპის, ავლიპ ზურაბიშვილის, კოშკოვანის, წინანდლის, გარეკახეთის და დოესის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას, პეკინის და ყაზბეგის გამზირების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე მერაბ ალექსიძის, ანდრია აფაქიძის და ბიძინა კვერნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზანიშვილის,ხიზაბავრის, გობრონიძის, ვეკუას, ბრონშტეინის, კორინთასდა შენგელიასქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და თეთრი ტბის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930