გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარაძე ოპოზიციას: ერთად გავიაროთ ქუჩაში და ვინ სად დაიპარება, ნებისმიერს ვაჩვენებ

29-11-2019

ოპოზიციის ბრალდებებს პარლამენტში დეპუტატების დილის საათებში შეპარვასთან დაკავშირებით, მორიგი სპეკულაცია და ბინძური ტყუილი უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დღევანდელი დღის დასაწყისს მოჰყვა უბინძურესი სპეკულაციები კიდევ ერთხელ.

“დღვანდელი დღის დღის წესრიგით, 10 საათზე ჩანიშნული იყო კომიტეტის სხდომები, 12 საათზე უნდა დაგვეწყო პლენარული სხდომა და ამასთან, უნდა ჩატარებულიყო უმრავლესობის სხდომა. რომელ საათზე უნდა დაგვეწყო, შემოპარვას რომ არქმევენ? კიდევ ერთი ბინძური სპეკულაცია ხალხის მოსატყუებლად, თითქოს ვიღაც სადღაც დაიპარება”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის წარმომადგენლებს სთავაზობს, ქუჩაში ერთად გაიარონ და ვინ სად დაიპარება, ნებისმიერი დაინახავს.

“ვთავაზობ, რომ თუ უნდათ, ქუჩაში გავიაროთ ერთად. ვინ სად დაიპარება, ვაჩვენებ ნებისმიერს, ვინც ასეთ ბინძურ სპეკულაციებსა და ტყუილებზე დადის. ის ხალხი აკეთებს და აცხადებს ამას, ვინც 12 წლის მერე, განსაკუთრებით “ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ქუჩაში ისე დაიპარებიან, რომ ვერ ხვდებიან, სად შეძვრნენ. ეს ხალხი ლაპარაკობს ყველაფერზე”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930