გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: 2019 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფიქსირდება სტაბილურად მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი ცდილობს, ქვეყანაში შექმნას თითქოს დაძაბული და ნეგატიური ფონი

29-11-2019

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და წერს, რომ მიუხედავად პოლიტიკოსთა ნაწილის მცდელობისა, ქვეყანაში შექმნას თითქოს დაძაბული და ნეგატიური ფონი, ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა.

მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების გაუმჯობესებამ.  


„საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებაში საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებლები ფიქსირდება. ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,7% შეადგინა, ხოლო 2019 წლის ათი თვის საშუალო ზრდამ 5,1%.


აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების გაუმჯობესებამ. ათი თვის მდგომარეობით 10,4%-ით გაზრდილია საქონლის ექსპორტი და მან გადააჭარბა 3 მლრდ აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი შემცირდა 3,1%-ით და შეადგინა 7,3 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანმა საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კი 10,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.


ოქტომბერში ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ტურიზმიდან შემომავალი ნაკადები 5,2%-ით და წმინდა ფულადი გზავნილები 12,5%-ით.

მთლიანობაში, ასევე, ზრდა დაფიქსირებულია დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში და ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორებში.


საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად პოლიტიკოსთა ნაწილისა, რომლებიც ცდილობენ, მათი ქმედებებით ქვეყანაში შექმნან თითქოს დაძაბული და ნეგატიური ფონი ეკონომიკა ვითარდება და 2019 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფიქსირდება სტაბილურად მაღალი ეკონომიკური ზრდა“, - წერს ოთარ ანგურიძე.


ინფორმაციისთვის, საქსტატმა 2019 წლის ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით გასული თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა. 2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 5.1%-ით განისაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930