გადაცემის სტუმრებმა, ნიკა ლალიაშვილმა და ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ვრცლად მიმოიხილეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აქცენტები და ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ აღიქვა ინტერვიუ საზოგადოების ნაწილმა, მედიამ, მესამე სექტორმა.
გადაცემა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ამონარიდით – „თვითონ რომ მიხვდებიან, რომ სიცრუით და ძალადობით არ გამოვა და თანაცხოვრება თუ გინდა, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე უნდა აკეთო, მიხვდებიან, დღეს არა, ხვალ, ხვალ არა, ზეგ და ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში, მაგრამ ქვეყანას ვერ დაანგრევენ – ეს არ მოხდება“.
შალვა რამიშვილის შეფასებით, ამ 30-მა წამმა მთელი ინტერვიუს პათოსი დაიტია. ნიკა ლალიაშვილის თქმით, ეს იყო ყველაზე ძლიერი ფრაზა, რომელმაც ემოციურად შეაჯამა ყველაფერი, რაზეც მანამდე იყო ინტერვიუში საუბარი. „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თითქოს რაღაცის დასასრული და მიჯნა, რომლის იქითაც სხვა ეტაპი იწყება“ – განაცხადა ლალიაშვილმა.
„რაღაც დამთავრდა და ამის მერე დაიწყება რაღაც ახალი. საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი საბოლოოდ დამშვიდდა, ხოლო შედარებით მცირე ნაწილი სამუდამო ისტერიკაში ჩავარდა“ – ამბობს ზაზა შათირიშვილი.
ვიდეოს ბმული: https://www.youtube.com/watch?v=R8AbOO3EqG0
შალვა რამიშვილის თქმით, სამუდამო ისტერიკაში ჩაცვენილებს, ე.წ. ფსევდოლიბერალურ ელიტას, ენჯეოსექტორს ინტელექტუალური სიმწირის პრობლემა აქვთ. აქვე რამიშვილმა ინტერვიუსთან დაკავშირებით პორტალ „მედიაჩეკერის“ მიმოხილვა მოიყვანა.
„ვერ ხვდებიან, ჩვენ ვინ ვართ, მე, შენ, რამოდენიმე ადამიანი, ბევრი მოქალაქე, ვერ ხვდებიან რა პოზიციაზე ვდგავართ. მაგალითად „მედიაჩეკერმა“ გამოაქვეყნა ამ გადაცემის ანალიზი, სადაც წერია, რომ ჟურნალისტი ნიკა ლალიაშვილი კომფორტის ზონაში ამყოფებდა რესპოდენტს. იმ ინსტრუმენტებით ჩხირკედელაობენ, ან ჩვენს დამუნათებას, ბულინგს ცდილობენ, რომელიც ჩვენზე არ მოქმედებს. ეს არის თუ არა ინტელექტუალური სიმწირის ნიშანი? “ – სვამს კითხვას გადაცემის წამყვანი შალვა რამიშვილი.ნიკა ლალიაშვილის თქმით, ამაში ეს ორგანიზაციები ფულს იღებენ. „მედიაინკვიზიცია ადგენს მედიაცოდვების ნუსხას და ამ ნუსხას თუ გადაცდები, შენ დამთავრდი“ – აცხადებს ნიკა ლალიაშვილი.