გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომაული სამხედრო ბანაკი - გონიოში გაცოცხლებული ისტორია

29-11-2019

გაცოცხლებული ისტორიის პრაქტიკას დღეს მსოფლიოს მრავალი მსხვილი თუ პატარა მუზეუმი მიმართავს, სულ უფრო მეტი თანამედროვე დამთვარიელებელი ირჩევს ისტორიის შესწავლის ასეთ გზას.

,,გაცოცხლებულ ისტორიებს“ ყველაზე ხშირად ღია ცის ქვეშ მუზეუმები მიმართავენ, სადაც ამ ტიპის აქტივობისთვის ხელსაყრელი პირობებია (გაშლილი სივრცე იმიტირებული ბრძოლებისათვის და სხვ.) მუზეუმ-ნაკრძალების დიდი ტერიტორია, როგორც წესი, იძლევა სხვადასხვა წარმოდგენის აღქმისთვის საჭირო ინფრასტუქტურის მოწყობის საშუალებასაც.

სწორედ ამ მიზნით, სააგენტოს ინიციატივით გონიოს ციხეში განხორციელდა რომაული ბანაკის პროექტი: მოეწყო რომაული საცხოვრებელი კარვები, ამფითეატრი, აღდგა ანგარი, სადაც განთავსდა რომაული საბრძოლო საალყო მანქანები-კატაპულტა, ბალისტა, ონაგრი.

სასიამოვნო სიახლეა ის, რომ პირველად საქართველოში გონიო-აფსაროსის მუზეუმის სტუმრებს რომაული იარაღების არა მარტო დათვალიერების, არამედ მისი გამოყენების საშუალებაც აქვთ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930