გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ეროვნული ხედვის წარდგენა გაიმართება

3-03-2018

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიულ ეროვნულ ხედვას წარადგენს.
წარდგენა 5 მარტს, პარლამენტის თბილისის სასახლეში გაიმართება და მას დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პარლამენტის პრესსამსსახურის ინფორმაციით, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.
დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის წარდგენას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მოჰყვება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ თბილისის მერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი კახა კალაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში-ნილს სკოტი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო და შვეიცარიის ელჩი საქართველოში-ლუკას ბეგლინგერი.
ღონისძიების ორგანიზატორები, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა არიან. 
ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930