გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: კრიზისი თუ სადმეა, არის "ნაციონალურ მოძრაობაში“

2-12-2019

ჟურნალისტის კითხვაზე კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ამაზე შეჯერდნენ. -„ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები დაგვეთანხმნენ იმაში, რომ არარეალისტურია ახლა კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირება. მძიმე კრიზისი იყო ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც გაჟღერდა საერთაშორისო პარტნიორებთან. არავითარ კრიზისთან არ გვაქვს საქმე ქარიშხალს ნუ დავატრიალებთ ჭიქაში. კრიზისი თუ სადმე არის, ეს არის ნაციონალურ მოძრაობაში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რის შემდეგაც მან ისაუბრა გერმანული მოდელის ნიუანსებზე. მის თქმით, საკონსტიტუციო ინიციატივად რომ ვაქციოთ ეს ყველაფერი, იქ არის უამრავი ნიუანსი, რამაც შეიძლება ვნებათაღელვა გამოიწვიოს.

„ასეთი მარტივი არ არის, იქაც არის სხვადასხვა ტიპის ინტერესები, სხვადასხვა არგუმენტები. ამაზეც გვქონდა ჩვენ შეხვედრაზე საუბარი. მაგალითად ერთ-ერთი პრობლემა არის, რომ არაერთი ფეიკ პარტია, ანუ ყალბი, ან ერთკაციანი სატელიტი პარტია აქვს შექმნილი ოპოზიციას. ათზე მეტია ასეთი პარტია, რომელიც ცდილობს მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება მილიონობით, უფასო საეთერო დრო, რომელიც არის მილიონობით ლარის ღირებულების და ა.შ. ფეიკ პარტიების პირობებში გერმანული მოდელი საერთოდ აზრს კარგავს. ეს არი ერთი არგუმენტი - სად არის გარანტია, რომ ფეიკ პარტიები არ იქნება ამ შემთხვევაში გამოყენებული. თუ ფეიკ პარტიას რომელიმე პარტია გამოიყენებს, მაშინ ის იღებს უსამართლო უპირატესობას, შესაბამისად საერთოდ აზრი ეკარგება გერმანული მოდელის გამოყენებას“-აცხადებს დეპუტატი.


„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა მეორე არგუმენტზეც და „ქართული ოცნების“ მაგალითზე ახსნ.

„ჩვენს შემთხვევაში რომ ავიღოთ ის შედეგი, რაც მივიღეთ 2016 წელს სიიდან არც ერთი კაცი არ შედიოდა „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტში და თქვენ იცით როგორ არის განაწილებული ამ შემთხვევაში სურათი, ძირითადად ხელმძღვანელობა, და წამყვანი პოზიციები, რომ ავიღოთ ვიცე-სპიკერები კომიტეტის თავმჯდომარეები, ისინი არიან ძირითადად სიით წარდგენილები და ამ შემთხვევაში მათი უმეტესობა რჩებოდა პარლამენტს გარეთ“. მისი თქმით -„ეს არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც წამოიწევს წინ, თუ საკონსტიტუციო განხილვა დაიწყება და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ შეიძლება უმრავლესობის შიგნით აიჭრას სიტუაცია“-განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის იდეაზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განმარტა, როგორ შეიძლება მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. –

„ჯერ უნდა მიიღო კანონი და მერე უნდა მიმართო საკონსტიტუციო სასამართლოს.
ჩვენ შევდივართ უკვე საარჩევნო წელიწადში, ოპოზიცია საჯაროდ სხვა რამეს ამბობს, ამასთან დაკავშირებით, მაგრამ იქვე დაფიქსირდა რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვენდობითო"-აცხადებს დეპუტატი.


ირაკლი კობახიძემ იქვე განმარტა მთელი პროცესი, კანონის მიღების, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი შეტანის, საქმის განხილვის და დადგენილების მიღებისთვის საჭირო ვადები, რასაც შემდეგ კანონის შეცვლა მოყვება.

„არჩევნები კარზეა მომდგარი, რეალურად ისეთ რამეზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც თვითონაც იციან, რომ არარეალურია.

გერმანული მოდელიც, დავით უსუფაშვილი არის მცოდნე და გამოცდილი იურისტი და დარწმუნებული ვარ, რომ მან ზუსტად იცის, თავიდანვე იცოდა, რომ გერმანული მოდელი არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, უბრალოდ მოთხოვნაზე ვერ ჩამოყალიბდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რა უნდა მოითხოვონ ვერ მიხვდნენ. ჯერ მოთხოვნა იყო რიგგარეშე არჩევნები, მერე მიხვდნენ, რომ თვითონ არ აწყობთ ეს რიგგარეშე არჩევნები. მერე რაღაცაზე უნდა გადასულიყვნენ და გადავიდნენ გერმანულ მოდელზე, თორემ თავიდანვე იცოდნენ თვითონ, რომ ეს მოდელი არის არაკონსტიტუციური, უბრალოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ ამ შეთავაზებას მმართველი გუნდის წინააღმდეგ, თუმცა ესეც არ გამოდის, იმიტომ რომ თვალნათლივ მისი შეუსაბამობა“-განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით ყველაფერი ნათელია, ეს არის პოლიტიკური დაპირისპირება და ამ ტრიუკის გამოყენებაც შეიძლება როცა ხარ ოპოზიციაში. შეგიძლია არაკონსტიტუციური მოდელი შეთავაზო ხელისუფლებას იმისათვის, რომ რაღაც დრო მოიგო.

„რეალურად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ჩვენ ვთქვით და დავამტკიცეთ, რომ გერმანული მოდელი არის არაკონსტიტუციური, ეწინააღმდეგება მოქმედ რედაქციას. მათ როგორც კი დაინახეს, რომ ეს გერმანული მოდელი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ამის უამრავი მტკიცებულება იყო იქ წარმოდგენილი, მაშინვე გადაერთნენ სხვა ინიციატივებზე. ოპოზიციის კონკრეტულმა წარმომადგენლობამ იქვე თქვეს უარი ამ მოდელზე და გადავიდნენ აბსოლუტურად სხვა ინიციატივაზე, თუმცა მერე გაირკვა, რომ ერთმანეთში არ იყვნენ შეთანხმებული ამასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქმე ეხებოდა კონსტიტუციური სისტემის ფარგლებში რაღაცის გადასინჯვას, ანუ როგორც მოგეხსენებათ 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული სისტემით, 73 მაჟორიტარულით, და მაჟორიტარულის ნაწილში ჰქონდათ კონკრეტული შემოთავაზება . შეჯერებას, იდეა იყო ერთმანდატიანი ოლქების მრავალმანდატიანად გადაკეთების შესახებო თუმცა იქვე იყო დაპირისპირება მათ შიგნით. აქ სიღრმეში არ შევალ, იმიტომ თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული. იქვე ვთქვით, რომ ეს ვარიანტი არის კონსტიტუციასთან თანხვედრაში, თუ ამაზე შეჯერდებით ჯერ დავხუროთ ეს გერმანული მოდელის თემა, არაკონსტიტუციურობის თემა და შემდეგ წარმოადგინეთ წინადადება, თუ მოახერხებთ ერთმანეთში შეთანხმებას“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930