გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის მერიამ და საკრებულომ საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების მონიტორინგი დაიოწყო

3-03-2018

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების ერთობლივი მონიტორინგი დაიწყო.    

მერიის პრესასმსახურის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფები თბილისის ყველა რაიონში აღნუსხავენ დაზიანებულ საგზაო ნიშნებს, შუქნიშნებს, სიჩქარის იძულებითი შემცირების ბორცვებს, ასევე წაშლილ მონიშვნებსა და ქვეითთა გადასასვლელებს. აღნიშნული ნუსხა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ საგაზაფხულოდ შესასრულებელი სამუშაოების სიას დაემატება და ინფორმირებისთვის საკრებულოს შესაბამის კომისიას გადაეგზავნება.

პრესასმსახურის ინფორმაციითვე, მონიტორინგში დედაქალაქის საკრებულო პირველად ჩაერთო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031