გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თედო ისაკაძე: უცხოეთში, დროებით დასაქმების ადგილებზე საცხოვრებელი და შრომითი პირობების ნორმალიზაცია, ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ლეგალურად დასაქმდნენ, ოფიციალურად მიიღონ კუთვნილი, უფრო მაღალი ხელფასი

2-12-2019

"ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველა ეს ღონისძიება ჩვენს ემიგრანტებს მისცემს საშუალებას, ლეგალურად დასაქმდნენ უცხოეთში, ოფიციალურად მიიღონ კუთვნილი, უფრო მაღალი ხელფასი, ხშირად იმგზავრონ სამშობლოში და, საბოლოო ჯამში, ღირსეულ საარსებო რეჟიმში მოექცნენ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ ღონისძიებებს დროებითი და გარდამავალი ეკონომიკისთვის ობიექტურად თანმდევი ხასიათი აქვს, პარალელურად, შეძლებისდაგვარად სწრაფ ტემპებში გავაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი სამუშაო ადგილების შეთავაზებას, რათა შრომით მიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს უმოკლეს დროში მიეცეთ საშუალება, დაუბრუნდნენ სამშობლოს და ევროპაში საქმიანობით მიღებული გამოცდილება და ევროპული შრომის კულტურა საქართველოს შემდგომ განვითარებას მოახმარონ” ,- ამის შესახებ ფილოლოგი, საკრებულოს წევრი თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შრომის ბაზარს თავისი კანონები აქვს , ამ პროცესს ვერცერთი პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ქვეყანა ვერ ასცდა და დღემდე, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, დასაქმების მიზნით, უფრო განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანია ემიგრირებული.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, გართულებული გარდამავალი პერიოდისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის გამო, მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დატოვა საქართველო და სამუშაოს საძიებლად სხვა ქვეყნებს მიაშურა. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღესაც გრძელდება. შრომის ბაზარს თავისი კანონები აქვს და ამ პროცესს ვერცერთი პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ქვეყანა ვერ ასცდა. დღემდე, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, დასაქმების მიზნით, უფრო განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანია ემიგრირებული. მაგრამ, ჩვენი თანამოქალაქეებისაგან განსხვავებით, ისინი ლეგალურად იმყოფებიან დამსაქმებელ ქვეყნებში, იღებენ მეტ ხელფასს და შეუზღუდავად გადაადგილდებიან საკუთარი სამშობლოს მიმართულებით და უკან, მაშინ როდესაც ჩვენი თანამემამულეები, არალეგალის სტატუსის გამო, ხშირად, დადგენილზე სამჯერ ნაკლებ ხელფასს სჯერდებიან და წლობით მოწყვეტილნი არიან ოჯახებს. ჩვენ ვალში ვართ ამ ადამიანების წინაშე. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, შრომობენ და თავისი შრომით არჩენენ სამშობლოში დარჩენილ უამრავ ჩვენს მოქალაქეს. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება დროებით დასაქმების ადგილებზე მათი საცხოვრებელი და შრომითი პირობების ნორმალიზაცია. საქართველო, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაცემებით, რეგიონში, ეკონომიკურად ყველაზე მზარდი ქვეყანაა. ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5% აღემატება. მაგრამ ეს ტემპები არაა საკმარისი, რათა უმოკლეს ვადებში მივაღწიოთ საშუალო ევროპული განვითარების დონეს. ამ ტემპებით, ყოველწლიურად, 50 000 სამუშაო ადგილის შექმნაა შესაძლებელი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, უმუშევრობის დონის სწრაფი შემცირებისათვის საკმარისი არ არის. ამ სამწუხარო, მაგრამ ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, მთავრობის უახლოესი ამოცანა იქნება ევროკავშირის (და არამარტო) სახელმწიფოებთან სამთავრობო ხელშეკრულებების გაფორმება, ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური ცხოვრებისა და დასაქმების მიზნით. ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკებები გერმანიასთან (მიღწეულია), იტალიასთან, ესპანეთთან, საბერძნეთთან, ისრაელთან და სხვა იმ განვითარებულ ქვეყნებთან, რომლებიც მუშახელის ნაკლებობას განიცდიან”,- წერს თედო ისაკაძე.

როგორც ისაკაძე აღნიშნავს, უახლოეს მომავალში იქნება ქვეყნების მიხედვით იმ პროფესიების ბაზა, რომლებზეც მაღალი მოთხოვნილებაა.

,,როგორც ისაკაძე აღნიშნავს, უახლოეს მომავალში იქნება ქვეყნების მიხედვით გვექნება იმ პროფესიების ბაზა, რომლებზეც მაღალი მოთხოვნილებაა, გავზრდით დაფინანსებას პროფესიული სასწავლებლების მიმართულებით, რათა ამაღლდეს საზღვარგარეთ უკვე მომუშავე ან შემდგომში ევროპაში დასაქმების მსურველთა პროფესიული კვალიფიკაცია ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ გავზრდით დოტაციას საჰაერო მიმოსვლის საშუალებების სასარგებლოდ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ მგზავრობის ღირებულება, რაც შრომით მიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, მაღალი ინტენსივობით იმგზავრონ სამშობლოში და საკუთარ ოჯახებთან კავშირი შეინარჩუნონ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველა ეს ღონისძიება ჩვენს ემიგრანტებს მისცემს საშუალებას, ლეგალურად დასაქმდნენ უცხოეთში, ოფიციალურად მიიღონ კუთვნილი, უფრო მაღალი ხელფასი, ხშირად იმგზავრონ სამშობლოში და, საბოლოო ჯამში, ღირსეულ საარსებო რეჟიმში მოექცნენ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ ღონისძიებებს დროებითი და გარდამავალი ეკონომიკისთვის ობიექტურად თანმდევი ხასიათი აქვს, პარალელურად, შეძლებისდაგვარად სწრაფ ტემპებში გავაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი სამუშაო ადგილების შეთავაზებას, რათა შრომით მიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს უმოკლეს დროში მიეცეთ საშუალება, დაუბრუნდნენ სამშობლოს და ევროპაში საქმიანობით მიღებული გამოცდილება და ევროპული შრომის კულტურა საქართველოს შემდგომ განვითარებას მოახმარონ”,-წერს ისაკაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930