ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Twitter-ზე დაწერა.
”მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა ოქმის რატიფიკაცია ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ”, - წერს მაიკ პომპეო.
გასულ წლამდე საბერძნეთი ბალკანეთის ქვეყნის ალიანსში შესვლას ბლოკავდა, რადგან ის, 1991 წელს იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მაკედონიის რესპუბლიკის სახელწოდების მოპოვებას ცდილობდა.
მაკედონიამ და საბერძნეთმა ახალ სახელწოდებაზე კონსენსუსს გასული წლის 17 ივნისს მიაღწიეს და მას ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდა, რის შემდეგაც საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ოქმის რატიფიკაციას ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში შესვლის შესახებ. აღნიშნულ ოქმს ხელი მოაწერეს ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი ქვეყანა გახდა.