გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე პოლიტიკიდან და პარლამენტიდან მიდის

2-12-2019

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე პოლიტიკიდან მიდის.

განცხადება ამის შესახებ ზოიძემ დღეს გააკეთა.

დეპუტატის თქმითვე, მისი გადაწყვეტილების შესახებ უმრავლესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები უკვე ჰქონდა.

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მე კოლეგების დარწმუნება ვერ შევძელი. მიმაჩნია, რომ ეს იყო თანხმობის და პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადაყვანის გზა. მე ვერ შევძელი კოლეგები დამერწმუნებინა, რომ პლებისციტი ან რეფერენდუმი ჩაგვეტარებინა. შესაბამისად, ასეთ პოლიტიკაში ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ.

საერთოდ კი, ნებისმიერ სასიკეთო საქმეში „ქართულ ოცნებას“ გვერდით დავუდგები“, - განაცხადა ზოიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031