გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლები აშშ-ის საჰაერო ძალების კოლეჯის სტუდენტებს შეხვდნენ

3-03-2018

აშშ-საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს არსებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს აშშ-ის საჰაერო ძალების კოლეჯის სტუდენტებმა და პარლამენტის წევრებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ამერიკელ სტუმრებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ათი წელია ორი ქვეყანა სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს.


„საქართველო ბოლო კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადადის, რაც ჩვენ, პარლამენტს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რათა მოვახდინოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ სვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში და ამ მიმართულებით აშშ სერიოზულ მხარდაჭერას გვიცხადებს. გარდა ამისა საქართველოს აშშ-თან ერთობლივი პროექტები და პროგრამები აკავშირებს. ბოლო პერიოდში საქართველომ ამერიკისგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემები შეიძინა, რაც ჩვენი თავდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. უახლოეს მომავალში, კი აშშ-ის მხარდაჭერით ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის პროგრამას დავიწყებთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


სტუდენტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და უმცირესობის წევრმა, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემაც მიმართეს. პარლამენტის წევრებმა ამერიკელ სტუმრებთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30