3-12-2019
არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს არის პრიზი, რომელიც ჟურნალ France Football-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.
„ოქროს ბურთი“ მესის ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა გადასცა, რომელიც შარშანდელი გამარჯვებულია. დაჯილდოების ცერემონია პარიზში გაიმართა.