გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში ვიზიტი შეაჯამა

3-03-2018

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შემდგომი განვითარება და ამისთვის ბევრი რამ გაკეთდება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიშინიოვში საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოლდოველ კოლეგასთან, ანდრიან კანდუსთან და პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ასევე, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა დელეგაციების ხელმძღვანელთა შემაჯამებელი შეხვედრა.

„დღეს სრულდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან, გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და ასევე, მონაწილეობა მივიღეთ ჩვენს მიერ ინიცირებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს სამმხრივ თანამშრომლობასთან და უსაფრთხოების საკითხებთან, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნებისთვის. იყო ძალიან საინტერესო ღონისძიება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შემდგომი განვითარება და ამისთვის ბევრი რამ გაკეთდება“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031