გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრემში ხანძრის შედეგად დამწვარი 12 წლის ბავშვის დედა დღეს გარდაიცვალა

3-12-2019

გრემში ხანძრის შედეგად დამწვარი 30 წლის ქალი გარდაიცვალა. მას სხეულის 40% - იანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მარიამ ეჟიშვილი თავდაპირველად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში 26 ნოემბერს მოხდა. ხანძრის შედეგად ადგილზე გარდაცვალა მარიამ ეჟიშვილის 12 წლის ბიჭი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახის წევრმა ღუმელის ასანთებად დიზელის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა, რის შედეგადაც ბოთლში დარჩენილი საწვავი აფეთქდა და ცეცხლი მთლიან სახლზე გავრცელდა.

ხანძრის შედეგად, სრულად განადგურდა საოჯახო ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930