გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩაკვეტაძე: თითოეული ჩვენგანი გვერდზე უნდა გადგეს ძალადობისგან

4-12-2019

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ორგანიზაციის წევრებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი ძალადობისგან.

„მე ვემიჯნები ძალადობას და პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ძალადობისგან, რადგან ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ ერთიან ქვეყანაში, ისეთ ქვეყანაში, რომელსაც გუშინდელი დღიდან აღვნიშნავთ“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ ტვ „იმედის“ თოქშოუში “არენა“.

მისი თქმით, თუ ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, კონკრეტული ფაქტები უნდა დადგინდეს.

„თითოეული ჩვენგანი გვერდზე უნდა გადგეს ძალადობისგან, პრევენციული ღონისძიებებიც უნდა გავატაროთ ამისთვის, თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მე პირადად ვარ საჯარო მოხელე, საკრებულოს წევრი და მაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ სხვა მოქალაქეს, რომელსაც ეძახიან მონას, ე.წ. „ქურდული ოცნების“ წარმომადგენელს, უწმაწური სიტყვებით მოიხსენებენ, დიდი ბოდიში, მაგრამ რაღაც ეტაპზე შეიძლება მოთმინებამ უმტყუნოთ და გარკვეული ნაბიჯები გადადგან. მთელი დღის განმავლობაში ვაანონსებდით, მობრძანდით, შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღეები, თუმცა, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ადამიანებმა ეს მოწვევა სხვანაირად გაიგეს და მობრძანდნენ ზუსტად იმ დროს, ოღონდ სხვა ლოკაციაზე“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930