გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“გვარამიას განცხადებას დამხობაზე უბრალოდ ღიმილით შევაფასებდი” – თალაკვაძე

4-12-2019

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გვარამიას განცხადება დამხობაზე შეაფასა.

„მართალი გითხრათ, არ წამიკითხავს მისი სტატუსი და სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ეს არის ადამიანი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ მის მედიასაშუალებას იყენებდა პილიტიკური მიზნებისთვის და სამწუხაროდ ამაზე თქვენ, ჟურნალისტებს არ გქონდათ შესაბამისი რეაქცია. მესმის თქვენიც. ამიტომ ჩვენ გვაქვს ამაზე რეაქცია. მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური პარტია ოპოზიციიდან ამბობს, რომ მედიას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. მედია უნდა იყოს თავისუფალი, ობიექტური და დამოუკიდებელი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ისეთი ჩარევისგან, რასაც ამ შემთხვევაში თქვენს მიერ დასახელებული ადამიანი ახორციელებს. მე ნიკა გვარამიას განცხადებას უბრალოდ ღიმილით შევაფასებდი“-განაცახადა თალაკვაძემ. 


შეგახსენებთ,  “მთავარი არხის”  გენერალურმა დირექტორმა , ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა რომ ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დაამხობს.

metronome

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930