გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: რევოლუციური სცენარის და ხელისუფლების დამხობის მცდელობა უკვე ღიად გაცხადდა

4-12-2019

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიერ ხელისუფლების დამხობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რევოლუციური სცენარის და ხელისუფლების დამხობის მცდელობა უკვე ღიად გაცხადდა.
"სიმართლე უნდა ითქვას: რევოლუციური სცენარის და ხელისუფლების დამხობის მცდელობა უკვე ღიად გაცხადდა... იმას რასაც სააკაშვილი უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ისტერიულად ამბობდა, ორი დღის წინ ჯერ გუბაზ სანიკიძემ პოლიციელბისა და საჯარო მოხელეების ოჯახის წევრების მიმართ ორლულიანი თოფებით მუქარით გამოიხატა, დღეს კი ნიკა გვარამიამ პირდაპირი მოწოდება გააკეთა ხელისუფლების დამხობისაკენ....არადა რომ გეკითხათ სარჩევნო სისტემის ცვლილებისათვის იბრძვიან, არადა ვითომ მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ...სინამდვილეში კი დესტრუქციული სცენარი- რევოლუციური და ძალადობრვი გზით ხელისუფლებაში მოსვლაა! საზოგადოებისა და ხალხის დაპირისპირება, მაქსიმალურ გახლეჩვა, სახელმწიფო ინსტიტუტების ხელშეშლაა. მანამდე გაგხსენებთ, როგორ იქნა შემოგდებული ნატოში გაწევრიანების იდეა, პოპულისტური სცენარით-აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, ისევ ნატოს ოფიციალურმა პოზიციამ გადაუსვა ხაზი ამ პროვოკაციას, რომელიც პირდაპირ უნდა ითქვას დასავლური და ევროატლანტიკური ფასეულობების დისკრედიტაციას ემსახურებოდა. შემდეგ დეოკუპაციის იდეიის კვლავ პროვოკაციულად გამოყენება, სწორედ იმ ხალხის მიერ, რომლებიც რეალურად რუსეთთან ერთად ოკუპაციის თანავტორები არიან ან ერთი დღეც არ უმსახურიათ ქართულ ჯარში (ვინ იცის რა მიზეზით დაუხსნიათ თავი-მოგონილი თუ ნამდვილი ავდმოფობით თუ ფსიქიური მდგომარეობით!). ახლა კი ხელისუფლების დმხობის ღია მუქარა, არეულობის მოწყობა, ხალხის დაპირისპირება, ქვეყნის ეკონომიკის განადგურება! თუ რამის თავი გაქვთ არჩევნებით დაამტკიცეთ, მაგრამ როგორც ჩანს, იმდენად მოახდინეთ თვითლუსტრაცია საზოგადოების თვალში. არჩევნების რეალურად ეშინიათ!
ქვეყანა, სამშობლო არ გიყვართ???"-განაცხადა ნიკოლეიშვილმა.


შეგახსენებთ, შეგახსენებთ, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა , ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა რომ ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დაამხობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930